საზოგადოება

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავსტრიის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

11.09.17 21:40


ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან ძებნილი პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე — სარფის საბაჟოზე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

1963 წელს დაბადებულ დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83-ე, 99-ე, 105-ე, 107-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები