საზოგადოება

ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა

12.09.17 14:35


ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

მკვლელობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი. ავტომობილს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნატყვიარი ეტყობა.

მოკლული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, იგი რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები