საზოგადოება

კახეთის შვიდ სოფელს გრიგალმა გადაუარა

12.09.17 18:50


კახეთის შვიდ სოფელს წუხელ ღამით ძლიერი ქარი და სეტყვა დაატყდა თავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სეტყვამ თელავისა და ლაგოდეხის რაიონების სოფლებში დააზიანა ხილის ბაღები, ვენახები და ნათესები. ამას გარდა, გრიგალმა სახურავი გადახადა გრიშიკაშვილების ოჯახის სახლს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, უამინდობა დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა.

ამჟამად ყველაზე დაზარალებულ ადგილებზე სპეციალური კომისია მუშაობს. უფრო დეტალური სურათი დღის ბოლოს გახდება ცნობილი, განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

უამინდობამ — სეტყვამა და ქარმა წუხელ კახეთის სოფლები კურდღელაური და ნასამხრალი ძლიერ დააზიანა. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები