საზოგადოება

შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

12.09.17 19:30


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება ესაჭიროებოდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამთო მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. 4 500 მეტრ სიმაღლეზე მყოფი უცხოელი ტურისტი, რთული რელიეფის მიუხედავად, საკაცით ვერტმფრენამდე უსაფრთხოდ მიიყვანეს.

სამაშველო ჯგუფთან ერთად, ექიმიც იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.

შსს-ს სამთო მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, უცხოელი ტურისტი ყაზბეგის საავადმყოფოში უვნებლად გადაიყვანეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები