პოლიტიკა
15.09.17 15:05
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრ იოკო კამიკავას შეხვდა.
შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასვეე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავება წარმოადგენდა.
კახა კახიშვილის განცხადებით, იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა, ყოველწლიურად, დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდება.
„იაპონია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის მანძილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ორი უძველესი კულტურის ერს შორის, უაღრესად პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. დღეს იაპონია საქართველოს ჭეშმარიტი და სანდო პარტნიორია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, კულტურულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. საქართველოში უკვე წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი იაპონური კორპორაცია, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არაერთ პროექტს ახორციელებენ.
დარწმუნებული ვარ, იაპონიასა და საქართველოს შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.
კახა კახიშვილმა იაპონიის იუსტიციის მინისტრს 2012 წლიდან საქართველოში სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის განცხადებით, რეფორმის შედეგად საქართველომ ევროპის მასშტაბით მოწინავე პოზიციებზე გადაინაცვლა, თუმცა საქართველო არ აპირებს მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას და ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა იაპონიისა და სხვა მეგობარი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ენიჭება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა იაპონიის მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონური ვიზის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
იაპონიის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ამ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრები შეთანხმდნენ სისტემის თანამშრომელთა ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თაობაზე.
იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დელეგაციას პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციისა და სამართალწარმოების მეთოთხმეტე კონგრესზეც მიიწვია, რომლსაც 2020 წელს ტოკიო უმასპინძლებს.
შეხვედრის დასასრულ, კახა კახიშვილმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრს მასპინძლობისთვის და ქალბატონი კამიკავა საქართველოში მოიწვია.
საქართველოს დელეგაცია მინისტრ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით ტოკიოში პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს. კონგრესი პრობაციის სფეროში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომლის მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით გლობალური ქსელის გაფართოება წარმოადგენს. საქართველო პრობაციის მსოფლიო კონგრესში წელს პირველად მონაწილეობს.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24