პოლიტიკა

დავით ნარმანია: “თბილისობა 2017“-ის ფარგლებში წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება

15.09.17 15:20


„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წელს თბილისობის მთავარი ლოკაციები „ახალი ტფილისი“, რიყე და ლეღვთახევი იქნება. „მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს. დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და იგი მთელ ქალაქს მოიცავს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„თბილისობა 2017″-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები