პოლიტიკა

ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი პირველ კლასში პირადად მიიყვანა

15.09.17 16:05


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე პირველ კლასში პირადად მიიყვანა.

ალექსანდრე კვიწინაძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბაზა „შირგაზზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2013 წელს დაიღუპა.

მინისტრმა დაღუპული სამხედროს შვილი თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქარებით მიულოცა და წარმატებები უსურვა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ინტერესებისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათ შვილებზე მზრუნველობა თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და სრულიად საქართველოს მოვალეობაა.

პარალელურად, დღეს პირველ კლასში საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მივიდნენ. წელს საჯარო სკოლაში სწავლა საერთაშორისო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცის ოთხმა შვილმა დაიწყო.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები