პოლიტიკა

ბათუმში დაიწყო კონფერენცია შავი ზღვისა და "ლურჯი ეკონომიკის" შესახებ

15.09.17 16:35


ბათუმში დაიწყო შავი ზღვის რეგიონის დაინტერესებული მხარეების რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ე.წ. ლურჯი ეკონომიკის საკითხებზე, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

ლურჯი ეკონომიკა — ეს არის საზღვაო სექტორში მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით გრძელვადიანი სტრატეგია. აქ აღიარებულია, რომ ზღვები და ოკეანეები ევროპული ეკონომიკის მამოძრავებელია ინოვაციებისა და ზრდის უზარმაზარი პოტენციალით.

კონფერენციაში მონაწილეობენ სპეციალისტები 20 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვიდან და იტალიიდან. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროკომისია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები.

მორიგი კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა. ის მიესალმა დელეგატებს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, რომ ბათუმი ასეთი მასშტაბის ღონისძიებას მასპინძლობს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის მთავარ ღირსებებზე.

შავი ზღვის დაინტერესებულ მხარეთა კონფერენციები მანამდე ჩატარდა ბუქარესტში (2014), სოფიაში (2015), ოდესაში (2015). კონფერენციის მთავარი თემებია: ცოდნის გაღრმავება ზღვის შესახებ, ზღვის კარიერის უზრუნველყოფა, საზღვაო პროექტების დაფინანსებისთვის წყაროებისა და მათ შესასრულებლად — პარტნიორების მოძიება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები