პოლიტიკა
15.09.17 18:40
შემუშავდება ქალაქის ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ქართულ სამართლებრივ სივრცეში აქამდე არ ყოფილა დამკვიდრებული, – ამის შესახებ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენაზე იურისტმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუჩების იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს.
ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.
„ეს ახალი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია თავისი ვიზუალური სტანდარტი. თბილისში ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართულ ანბანს არ იყენებენ ან თუ არის გამოყენებული – ძალიან უმნიშვნელოდ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი – ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების პოლიტიკა დღეს კახა კალაძემ და მისმა გუნდმა ურბანისტებს, არქიტექტორებსა და დეველოპერებს წარუდგინა. პრეზენტაციას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24