ანალიტიკა

ინგლისი, ფეხბურთი, სეპარატიზმი: ბრიტანული კვალი აფხაზეთში

16.09.17 15:45


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები სოხუმიდან იასპარეზებს ე.წ. საფეხბურთო მსოფლიო ჩემპინატზე არაღირებულ რესპუბლიკებს შორის (ConIFA), რომელიც ლონდონში გაიმართება 2018 წლის 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა „აფხაზეთის საფეხბურთო ფედერაციამ“.

მსოფლიო პირველობის დროისა და ადგილის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამა წლის 3 სექტემბერს, დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის მიერ (ConIFA).

«ინგლისი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც გააკეთა განცხადება «მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის» მიღების შესახებ. იყვნენ სხვა ქვეყნებიც, კერძოდ, «ყირიმის რესპუბლიკამ» გამოთქვა სურვილი ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით», — განაცხადა ConIFA ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ფაღავამ.

«მსხვილმა ბუკმეკერულმა კომპანიამ ინგლისიდან საკუთარ თავზე აიღო ამ ჩემპიონატის ორგანიზება და ჩატარება», — ამბობს ფაღავა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი იმ მიზეზით იქნა არჩეული, რომ ჩემპიონატის ჩასატარებლად უკეთესი პირობები შესთავაზა, აცხადებს დიმიტრი ფაღავა. ჩემპიონატის ყველა თამაში ჩატარდება ერთ ქალაქში, ლონდონში, აღნიშნა მან.

ის, რომ დიდი ბრიტანეთი, იმისდა მიუხედავად, რომ ის ფორმალურად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, მაინც თავისთან ჩაატარებს მსოფლიო „საფეხბურთო ჩემპიონატს“ და საქართველოს ოკუპირებული სეპარატისტული აფხაზეთის გუნდს იქ მონაწილეობის მიღების უფლებასაც მისცემს, საქართველოსათვის ნამდვილად მოულოდნელობა იყო. თუმცა, ისტორიას თუ ყურადღებით შევისწავლით – ამაშ მოულოდნელი არაფერია.

ზოგადად-ფეხბურთი და სეპარატიზმი ორი «გადამდები სენია», რომელიც ინგლისიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. და თუკი ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობის, ავსა და კარგზე შესაძლოა დავა, სეპარატიზმი-ეს არის საშინელი და სისხლიანი სენი. იმის მტკიცებულებაც არსებობს, რომ მას ბრიტანელი სპეცსამსახურები ათეულობით წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ.

ინგლისის მხრიდან სეპარატიზმის მხარდაჭერის ყველაზე ნათელი მაგალითი გვხვდება ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, რაც მთელი მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა. ამგვარმა მხარდაჭერამ მიოლიონობით სიცოცხლე იმსხვერპლა, შედეგად საზღვრების ჩაკეტვა და მთელი რიგი ერების დევნა-გადასახლება მივიღეთ.

ამასთან, ინგლისმა სომალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მოქმედი აგენტები გმირებად შერაცხა.

ასეთი იყო ინგლისელი პოეტი ბაირონი, ასევე ლორენს არაბი, რომლებიც არაბებს საკუთარი სახელმწიფოს, ოსმალეთის იმპერიის ღალატისაკენ მოუწოდებდნენ, სადაც არაბებს ყველა უფლება და კოლოსალური გასაქანი ჰქონდათ.

ბრიტანეთის სპეცსამსახურები ასევე მფარველობდნენ სომეხ ტერორისტებს, რამაც მილიონობით ადამიანის დაღუპვამდე მიგვიყვანა მშვიდობიან თურქებსა და თვით სომხებს შორისაც პირველი მსოფლიო ომის წლებში.

სხვათა შორის, აფხაზური სეპარატიზმი, გარკვეულწილად, ბრიტანელი სპეცსამსახურების ნახელავიცაა. თანაც დიდი ხნისა. ინგლისი თავიდანვე მხარს უჭერდა აფხაზურ სეპარატიზმს, იმ დროიდან, როგორც კი აფხაზეთი რუსეთმა ჩაიგდო ხელში. მართალია, ეს სეპარატიზმი თავიდან რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული – სწორედ ბრიტანელმა აგენტებმა მოახდინეს აფხაზების მონათესავე ჩერქეზთა ომის სუბსიდირება რუსეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი საკუთარი მიწებიდან აფხაზთა და ჩერქეზთა მასობრივი გადასახლების (მუხაჯირობის) პროვოცირება მოახდინეს. დარჩენილ აფხაზებს – ბრიტანული სპეცსამსახურების აშკარა მხარდაჭერით – აქეზებდნენ არა იმდენად რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ, რამდენადაც აფხაზთა მოძმე ქართველების წინააღმდეგ.

ყველაზე საჩვენებელი მომენტი: ბრიტანულმა რადიოსადგურმა ბი-ბი-სიმ აფხაზ სეპარატისტებს ეთერი კერ კიდევ შორეულ 1988 წ. დაუთმო. ამ დროს ყარაბაღის ამბები ჯერ კიდევ მწიფდება, სსრს მოსახლეობამ ჯერაც არ იცის, თუ რას ნიშნავს ერთაშორისი კონფლიქტი, ამ დროს კი რადიოსადგურის პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე მიმდინარე გადაცემაში ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროვებენ ქართველები „საცოდავ“ აფხაზებს.

რა არის ეს? შემთხვევითობა? სულაც არა. განსაკუთრებით კი, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და რა როლი შეასრულა კონფლიქტის გაღვივებაში ბრიტანელმა პროფესორმა ჯორჯ ჰიუიტმა, აფხაზური სეპარატიზმის ცნობილმა ლობისტმა.

ამგვარად, «არაღიარებულ სახელმწიფოთა შორის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის» (ConIFA) ინგლისში ჩატარება სულაც არ არის შემთხვევითობა და საქართველოს ხელისუფლებას დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მიმართებაში სიფრთხილის გამოჩენა მართებს, სხვა ქვეყნებთან შედარებით. ბრიტანული პოლიტიკისათვის უკვე დიდი ხანია მისაღებია ორმაგი სტანდარტები და ზედმეტი ნდობა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებისადმი ბევრ სხვა სახელმწიფოს დაუჯდა მეტად ძვირად.




KavkazPlus

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები