მსოფლიო

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები მერკელის ულტიმატუმის ფონზე მიმდინარეობს

18.09.17 15:30


ანგელა მერკელი ეკონომიკური თანამშრომლობის შემცირებით დაემუქრა თურქეთს, რომელიც საკუთარი ძლევამოსილების წარმოსაჩენად, სირიაში სამხედრო ოპერაციების პარალელურად, აზერბაიჯანთანაც ატარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

საფრენ-ტაქტიკურ წვრთნებში აზერბაიჯანისა და თურქეთის 30 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობს. მათ შორის რუსული და ამერიკული ავიაგამანადგურებლები.

გერმანიის პროტესტს უკვე დიდი ხანია იწვევს თურქეთში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე ბერლინის ოფიციალური პირების დაშვების შეზღუდვა და ანკარას მიერ გერმანიის მოქალაქეების დაპატიმრება, რომელთა საპყრობილიდან გამოხსნას ცდილობს მერკელის ხელისუფლება.

„ჩვენ უფრო მეტად უნდა შევამციროთ თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ყურადღებით შევისწავლოთ შესაბამისი პროექტები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

სტამბოლში 11 სექტემბერს გერმანელი წყვილი დააკავეს. მანამდე, 1-ელ სექტემბერს ანტალიის აეროპორტში გერმანიის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც გასულ წელს თურქეთში არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში დასდეს ბრალი.

გერმანიაში ამ ნაბიჯებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ყველა მოლაპარაკების ჩაშლით დაემუქრნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები