ანალიტიკა

ლავროვს მოხსნიან?

22.09.17 15:20


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პიროვნება რაღაც ასპექტში უნიკალურია. რთულია იპოვო ისეთი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთს ასეთ აშკარა და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა საკუთარი მავნებლური მოღვაწეობით, როგორიც სერგეი ლავროვია.

ამას თავისი ახსნა აქვს - თავად ლავროვი არავითარი „რუსი პატრიოტი“ არაა (როგორც ეს ზოგიერთ რუსს ჰგონია), არამედ სომეხი ნაციონალისტია, ვინაიდან წარმოშობით სომეხია (მისი ნამდვილი გვარი კალანტაროვი ან კალანტარიანია).

ყველა საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ლავროვ-კალანტაროვისა მიმართულია უაზრო სომხური გეოპოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. აქ მათი მანიაკალური სურვილიც იგულისხმება დააკანონონ საზღვრების გადაკეტვა ყარაბაღის მსგავსი პრეცედენტების შექმნით.

სწორედ ლავროვმა გაითქვა სახელი იმით, რომ 2008-2012 წლებში ლომის წილი საქართველოს დანაწევრების „დაკანონების“ მცდელობაში მიუძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რათა შემდგომში „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი და ცხინვალი ეღიარებინა.

შედეგად რუსეთმა ყველა სხვა მიმართულებით ინიციატივა დაგმო. მან დათმო ლიბია, კინაღამ დათმო სირია, გადაურჩა ბელორუსიასთან განხეთქილებას (ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს ანგელოზური მოთმინების უნარის დამსახურებით არ მოხდა) და რაც ყველაზე მთავარია – «გამოეპარა» უკრაინა.

ამასთნ უკრაინის კრიზისი ლავროვის „დამსახურებით“გადაწყდა (რეალურად კი მის მოგვარებამდე ჯერ კიდევ შორია) რუსეთისათვის ყველაზე ცუდად. რუსეთმა მიიღო სანქციები, დონბასში ომი საკუთარ საზღვრებთან და ყირიმის ანექსიის ტოტალური საერთაშორისო არაღიარება.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ საგარეო საქმეთა მინისტრს არა მხოლოდ მოხსნიდნენ, არამედ გაასამართლებდნენ კიდეც. მაგრამ პარადოქსია - რუსეთში პროპაგანდა იმგვარად წარმოებს, რომ ლავროვი გაუთვითცნობიერებელი ობივატელების თვალში „პატრიოტი“ და „დიპლომატიის გენიოსია“.

მაგრამ რუსეთის საგარეო ინტერესების ასე უსასრულოდ ღალატი და ამავე დროს „პატრიოტად“ დარჩენა არ შეიძლება. ადრე თუ გვიან ეს გამჟღავნდება და აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე, რომლის ინტერესებიც მას უნდა დაეცვა და არა უგულვებელყო.

შედეგად დადგა მომენტი, როცა ყველაზე გულუბრყვილო რუსისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს ლავროვის „გონივრული ხელმძღვანელობით“ რაღაც დაემართა. ქვეყანას ღიად ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, მას კი ადეკვატური პასუხის გაცემა არ შეუძლია. ვინაიდან ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა, „დიადი გამარჯვების“ სახით მოგვაწოდეს. მაგრამ ეს მოჩვენებითი აღმოჩნდა.

აშშ ხელისულებამ რუსეთის დიპლომატიური მისიის ჩხრეკა ჩაატარა სან-ფრანცისკოში და ამით ფაქტობრივად რუსეთს სახეში შეაფურთხა. და რა შედეგი გამოიღო ამ დროს ლავროვის ძველებურმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ? უშეველეს რუსეთს „დამოუკიდებელმა“ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა? იქნებ ვაშინგტონი შეუშინდა «დიად წყნარ ოკეანულ ნაურუს ზესახელმწიფოს», რომელმაც 50 მილიონ დოლარად „აღიარა“ ზემოთ აღნიშნული სახელმწიფოების „დამოუკიდებლობა“? და რას იტყვით ნიკარაგუას მხარდაჭერაზე თეთრი სახლის თავხედურ საქციელზე?

ცხადი გახდა – სერგეი ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნისას რუსეთის პოზიციები საერთაშორისო არენაზე არათუ უბრალოდ დასუსტდა, არამედ კატასტროფულად დასუსტდა. სწორედ ლავროვის წყალობით რუსეთს არ ჰყავს მოკავშირეები გარდა მარიონეტული ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმისა, რომელთაც საკუთარი თავის გატანაც კი უჭირთ. მისი მშობლიური სასომხეთიც კი არ მალავს საკუთარ სურვილს უღალატოს რუსეთს პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში.

ამასობაში კრემლში აღელდნენ. ის რომ ლავროვი საკუთარი პოლიტიკით რუსეთს ზიანს აყენებს, დიდი ხანია იცოდნენ, მაგრამ ვერავინ ივარაუდებდა, რომ მისი საქმიანობის შედეგები ასეტი კატასტროფული იქნებოდა. შედეგად, სავარაუდოდ, რუსეთის მმართველ ელიტაში თანდათან ყალიბდება მოსაზრება, რომ ლავროვი უნდა შეცვალონ და იწყება „ფოსტის ზონდირება“ ამ მიმათულებით.

როგორც ეს რუსეთის მმართველ ფენაში ხდება – პირველი სიტყვა ლავროვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ რდპლ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ თქვა.

«საერთაშრისო პრობლემები რჩება და ვთვლით, რომ უფრო ხისტი პოლიტიკაა გასატარებელი. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლით დავიწყებდი...დღეს სხვა ადამიანია საჭირო, რომელიც მასზე უკეთესი იქნება», – განუცხადა ჟირინოვსკიმ ჟურნალისტებს, მაგრამ სერგეი ლავროვის შემცვლელი მას არ დაუსახელებია.

საინტერესოა, რომ საგარეო უწყებაში მის განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ ჟირივოვსკის ამგვარი განცხადებები აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის ამგვარი განცხადება არავის ახსენდება. უფრო მეტიც-ამგვარი განცხადების გაკეთება წარმოუდგენელი იყო უმაღლესი მმართველი ფენის პოლიტიკოსთა მხრიდან.

ჟირინოვსკის განცხადება სენსაციურად ჟღერდა. შესაბამისად რუსეთის საგარეო უწყებაში ლავროვის ხალხი მეტად აღელდა.

შეგახსენებთ, რომ მოცემულ დრომდე „ლავროვომანია“ და „პუტინომანია“ რუსეთში ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ლავროვი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსების უმრავლესობა აქამდე პუტინის „მეგობრად და თანამებრძოლად მიიჩნევდა“. თანაც, გაცილებით უფრო სერიოზულ დონეზე იგივე დიმიტრი მედვედევთან შედარებით, რომელსაც არავინ აღიქვამდა სერიოზულად, მის მიერ დაკავებული თანამდებობების მიუხედავად.

ვლადიმერ ჟირინოვსკი დიდი ხანია კრემლის მასხარას როლს ასრულებს. მაგრამ ეს სწორედ ის მასხარაა, რომელსაც განსაკუთრებული გამონაკლისის სახით, უფლება აქვს გაახმოვანოს ხმამაღლა უთქმელი აზრები და სიტყვები, რათა გარშემო მყოფთ რეაქცია შეამოწმონ.

ჟირინოვსკი მუდამ ქარის მიმართულებითაა მიმართული, ამიტომაც ის საკმაოდ დიდი ხნით ჩაეწერა რუსული პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში და თუ ის დღეს ამბობს, რომ ლავროვის გადაყენების დროა, ეს იმას ნიშნავს, რომ ლავროვს „წყალი შეუყენეს“.

სერგეი ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე „ჩაფლავება“ აშკარაა.

რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა მეტად მძიმეა. თუკი კრემლს ადრე რაღაც იმედი მაინც ჰქონდა ტრამპისა, დღეს ეს იმედიც გაქარწყლდა, როდესაც ტრამპმა სან-ფრანცისკოში დიპმისია გაჩხრიკა, პასუხად კი რუსეთისთვის უჩვეულო პასუხი გაისმა: არ აჰყვეთ პროვოკაციებსო, გამოიჩინეთ მოთმინებაო და ა.შ.

ლავროვის იმედები, რომ აშშ ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა „დიადი დიპლომატის“ იმიჯის შენარჩუნებაში-არ გამართლდა. ტრამპისთის სულ ერთია ჭკუამოკლე სომეხი, რომელმაც რუსეთის მიმართ ჩადენილი მავნებლობით გადაწყვიტა რაიმე ცნობა მიეღო სანაცვლოდ. . .

შედეგად კრემლში წამოიჭრება საკითხი საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური ცვლილების შესახებ ამიტომაც დაიწყეს საუბარი საგარეო უწყების მინისტრის შეცვლის თაობაზე.

გარდა ამისა, თუკი რუსეთში საქმე კიდევ უფრო უარესად წავიდა, რუსეთის მმართველ ელიტას დასჭირდება „განტევების ვაცის“ პოვნა, რომელსაც ყველაფერს დააბრალებენ, რაც ბოლო წლებში „ჩაფლავდა“. და ეს კანდიდატი ცნობილი ადამიანი უნდა იყოს, რათა საზოგადოებრიობამ დაიჯეროს რომ, ის „მართლაც მთავარი დანმაშავეა“.

ცხადია, სერგეი ლავროვის მოხსნა უცებ ვერ განხორციელდება. ხოლო ვლადიმერ ჟირინოვსკის სახალხო განცხადება კი მოვლენათა ანონსია მხოლოდ. კრემლში დააკვირდებიან ხალხის რეაქციას და იმის მიხედვით იმოქმედებენ. ერთი კი ნამდვილად ცხადია-რუსეთის საგარეო უწყების ასეთ ძირგამომთხრელ საქმიანობას კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ეს ლავროვის დროს ხდებოდა, რუსეთი ნამდვილად ვერ აიტანს.




KavkazPlus

წაკითხულია : 685


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები