საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

22.09.17 21:55


ბორჯომის ხეობაში, წაღვერთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები.

უწყებაში "პირველ" განუცხადეს, რომ ხანძრის ჩასაქრობის სამუშაოებში ავიაცია ჩართული არ არის.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ცეცხლის გავრცელების არეალი.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი აგვისტოშიც მძვინვარებდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა ერთ კვირაში შეძლეს. სტიქიის შედეგად 100 ჰექტარ ფართობი დაიწვა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები