საზოგადოება

დღეს საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე აღინიშნება

22.09.17 22:10


22 სექტემბერს “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ამ დღესთან დაკავშირებით, ველორბოლაში მიიღეს მონაწილეობა, რომელმაც სტარტი პეკინის ქუჩაძე აიღო. ველორბოლა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.

„საერთასორისო დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წელს დადგინდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას,საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

აქციაში მონაწილეობა როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები