ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი

27.09.17 20:00


აზიის განვითარების ბანკის ახალი პროგნოზით, 2018 წელს საქართველოში 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ADB-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მატების ძირითად მიზეზებად დასახელებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების, ტურისტული ნაკადების, ფულადი გზავნილების ზრდა და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები.

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა. შ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში 1.3%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში კი პირიქით, 3.8%-იანი ზრდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები