საზოგადოება

ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21.06.16 15:10


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ბახდიარ ისმაილოვი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა პირებზე ყალბი ასდოლარიანი კუპიურები გაასაღა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას საერთო ჯამში ამოღებულია ყალბი 10 000 ამერიკული დოლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7 დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები