ანალიტიკა

სომხური «დამოუკიდებლობის დღე»: რუსოფობიის დღესასწაული „ახალ მეპატრონეთა“ წარმომადგენლებთან ერთად აშშ-დან

03.10.17 18:45


წელს სასომხეთის „დამოუკიდებლობის დღის“ აღნიშვნა 21 სექტემბერს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა წლებში ამ დღის „სტანდარტული“ აღნიშვნებისაგან. პირველ რიგში სომხურ მედიასა და საზოგადოებაში ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ ეს „დამოუკიდებლობა“ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას ნიშნავდა (ანუ რუსეთისაგან). ამიტომ პირველად ამდენი წლის შემდეგ «დამოუკიდებლობის დღეს» დაუფარავი ანტირუსული კონტექსტი გასდევდა.

უფრო მეტიც, ამჟამად მოჭარბებული ყურადღება ექცეოდა სასომხეთის „ახალ მეპატრონეს“ – აშშ. დამოუკიდებლობის წლისთავისათვის ერევანში ამერიკელ კონგრესმენთა დიდი დელეგაცია ჩავიდა.

დელეგაციის ვიზიტის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო სომხური წარმომავლობის ამერიკელმა კონგრესმენმა ჯეკი სპირ კანჩელიანმა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ კონგრესმენი ფრენკ პალონი, რომელიც ჯერ კიდევ სპიტაკის მიწისძვრის დროს აწვდიდა სასომხეთს ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთი კონგრესმენი სომხური წარმომავლობით - ანნა ეშუ, კონგრესმენი დევიდ ვალადაო, რომლის ინიციატივით კონგრესმა გადაწყვიტა გამოეყო დამატებითი სახსრები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების განაღმვის ოპერაციებისათვის, კონგრესმენი ტულსი გაბალი ჰავაის კუნძულებიდან და კონგრესმენი ჯიმი სკენბრენერი, რომელიც ვისკონსინს წარმოადგენს.

«ცხადია, ეს კონგრესმენთა დელეგაცია ყველაზე დამაჯერებელია თავისი შემადგენლობით, რომელიც დამოუკიდებელ სასომხეთს ეწვევა », – აღნიშნა სპირ ყანჩელიანმა. მისი თქმით, ვიზიტის დღის წესრიგი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ რამოდენიმე დღე ნამდვილად არ კმარა იმისათვის, რომ ყველა დასახული გეგმა განხორციელდეს.

ვიზიტის მიზნების ჩამოთვლისას, სპირ ყანჩელიანმა განაცხადა: «ეს გახლავთ მეგობრობის განმტკიცება, სასომხეთის დახმარება კორუფციის ნარჩენი გამოვლინებებისაგან თავის დაღწევაში, დემოკრატიის განვითარების საკითხში დამატებითი შესაძლებლობების შექმნა».

კონგრესმენისათვის, რომელსაც სომხური ძირი აქვს, აღნიშნული ვიზიტი სიმბოლურია.

«სომხური წარმომავლობის მქონე ადამიანისათვის მეტად მნიშვნელოვანია ისტორიული სამშობლოს მონახულება, მშობლიური მიწის შეგრძნება», – განაცხადა მან.

«ვისურვებდი, რომ სასომხეთმა უფრო მასშტაბური დახმარება მიიღოს, ვინაიდან მე მას რეგიონში პარტნიორად განვიხილავ, რომელიც რუსეთის აგრესიული ქმედებების ზეგავლენას განიცდის», – განაცხადა კონგრესმენმა.

მისი აზრით, რუსეთის ფედერაცია «ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას». «დარწმუნებული ვარ, რომ სასომხეთს არ აქვს ხელახლა გასაბჭოების სურვილი», – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამერიკელი კონგრესმენის სპირ ანჩელიანის ანტირუსული და რუსოფობიული გამონათქვამების გაპროტესტება არც ერთ სომეხ პოლიტიკოსს ან პოლიტოლოგს არ უცდია. გამოდის, რომ «დუმილი თანხმობის ნიშანია» და სომხეთის მმართველობა იზიარებს აშშ წარმომადგენელთა რუსოფობიურ შეხედულებებს?

სამწუხაროდ, რუსეთში ჯერ კიდევ ილუზიებში ცხოვრობენ სომხურ „ერთგულებასთან და მოკავშირეობასთან“ დაკავშირებით. ამიტომ აუცილებელია ყველას შევახსენოთ რუსეთში, თუ როგორ „მოიპოვა სასომხეთმა დამოუკიდებლობა“ და რა განწყობა სუფევდა მაშინ.

დავიწყოთ იმით, რომ არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ დაუწყია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით. ეს მხოლოდ სასომხეთმა დაიწყო, უფრო სწორედ კი სომეხმა ტერორისტებმა, რომელთაც 1977 წლის იანვარში მოსკოვში, კერძოდ-მოსკოვის მეტროში ბომბები ააფეთქეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამასთან, სწორედ სომხებმა დაიწყეს საბჭოთა კავშირის დაშლა, მოითხოვეს რა აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სასომხეთისათვის მიერთება, სადაც, სხვათა, შორის, სომხები ყოველგვარი უფლებებით სარგებლობდნენ. ამის სხვაგვარად შეფასება, თუ არა მზადება უზარმაზარი სახელმწიფოს დანგრევისათვის, არ შეიძლება. იგივე აზერბაიჯანელებს, ისევე როგორც სსრკ სხვა რესპუბლიკებს აზრადაც არ მოსვლიათ ის, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებს რესპუბლიკებს შორის ასეთი პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - მთელი სსრკ მაშინ ერთიან სახელმწიფოდ აღიქმებოდა. თუმცა, სომეხი ნაციონალისტები, რუსებისაგან, ქართველებისაგან, აზერბაიჯანელებისაგან და სხვა სსრკ რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის პერსპექტივას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, არა მხოლოდ ემზადებოდნენ ამისათვის, არამედ გამიზნულადაც აახლოებდნენ მას.

მთიანი ყარაბაღის გარშემო წამოწყებულმა კონფლიქტმა, რომელიც სომეხი ნაციონალისტების მიზეზით მოხდა, პირველად სწორედ სასომხეთში ააგორა ანტირუსული გამოსვლები. მაშინ 1988 წლის ზაფხულში, გამხეცებული ბრბო თავს დაესხა რუს ჯარისკაცებს ზვარტნოცის აეროპორტში.

სისხლისღვრის თავიდან აცილება სასწაულებრივად მოხერხდა. ისიც იმ ფასად, რომ სომხებს ხელში ჩაუგდეს სასომხეთის სსრ-ში მცხოვრები დაუცველი აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელთა დევნა არნახული სისასტიკით ხორციელდებოდა.

საბჭოთა კავშირის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში სასომხეთმა შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან, მისი განცხადებით, იგი „ოკუპირებული“იყო სსრკ-ს და რუსეთის იმპერიის მიერ. ანუ, იმ დროისათვის, როდესაც სასომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, იქ რუსოფობიური განწყობა უკვე პიკს აღწევდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხურმა ლობიმ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის გარემოცვის გადაბირება, ამავდროულად, აზერბაიჯანული ყარაბაღის ოკუპირებისათვის რუსეთის სამხედრო რესურსიც კი გამოიყენა.

დღესდღეობით სასომხეთში გამეფებული აშკარა რუსოფობია ფარულად, თუმცა ბევრად უფრო მძლავრად მიმდინარეობს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით. არც ერთ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში არ შემცირებულა ასე მკვეთრად რუსი და სხვა ერების რიცხვი, როგორც სასომხეთში, სამოქალაქო ომში ჩართულ ტაჯიკეთშიც კი!

ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ სასომხეთის ხელისუფლების ფარული მხარდაჭერით, რუსოფობია სასომხეთში კიდევ უფრო ძლიერდება. ამ მხრივ, არც „დამოუკიდებლობის დღის“ ზეიმი და ამასთან დაკავშირებით აშშ დელეგაციის ვიზიტია უცნაური, რომლებიც უბრალოდ ვარჯიშობდნენ რუსოფობიულ გამონათქვამებში, ხოლო სომეხი პოლიტიკოსები მათ უხმოდ ეთანხმებოდნენ. დღეს სასომხეთის მოსახლეობას ამზადებენ იმ აზრისათვის, რომ ევროკავშირთან დაიდება ხელშეკრულება და სასომხეთი გეზს რუსეთიდან აშშ-სკენ აიღებს, რის შემდეგაც სასომხეთი რუსეთის მტრად იქცევა.




KavkazPlus

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები