ეკონომიკა

იტალია საქართველოს ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყანად აღიქვამს

04.10.17 17:15


იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტომ საქართველოს რეგიონის მიმზიდველი ეკონომიკური ცენტრი უწოდა.

სკალფაროტო საქართველოში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ჩამოვიდა.

დელეგაციის შემადგენლობაშია მსხვილი იტალიური კომპანიების წარმომადგენელი 40 ბიზნესმენი. თბილისში ის ოთხშაბათს ქართულ-იტალიურ ბიზნეს-ფორუმს გახსნის.

სტუმრებს ვახშამზე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

"ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობიანი მთავრობა და რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა. მიუხედავად ჩვენი გამოწვევებისა, ჩვენ ვაფასებთ იმ სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ და გვესმის ქვეყნის განვითარებისთვის ამ სტაბილურობის მნიშვნელობა. ასე რომ, მივესალმებით თქვენს ჩამოსვლას საქართველოში და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას იტალიასთან", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გუშინ შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და იტალია წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. სკაფაროტომ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს ყველა მიმართულებით უჭერს მხარს.

საქართველომ და იტალიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 11 მაისს დაამყარეს.

ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. იტალიის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის ყოველ წელს აწესებს სტიპენდიას და ატარებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამებს.

ქართულ-იტალიური ბიზნეს-ფორუმები 2004 წლიდან პერიოდულად იმართება. პრიორიტეტებია მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები