საზოგადოება

თბილისობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება

07.10.17 15:00


თბილისობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

"თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს ხიდის ქუჩაზე, გაივლის ზაარბრიუკენის მოედანს, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება"- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები