საზოგადოება

67 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა - პრობლემები დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში

09.10.17 21:35


2017 წელს 67 ექიმისთვის სერტიფიკატის მოქმედების სხვადასხვა ვადით შეჩერება, ძირითადად, დედათა და ბავშვთა მომსახურების სფეროში, ქირურგიული და დიაგნოსტიკური მიმართულებით არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდა, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტოში სულ 141 განაცხადი შევიდა და პროფესიული განვითარების საბჭომ 103 საკითხი უკვე განიხილა. მათ შორის იყო პაციენტის გარდაცვალებით დასრულებული შემთხვევებიც და უკმაყოფილო პაციენტებიც.

„პროფესიული საბჭოს წინაშე დაისვა 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, მათგან ოთხს არ დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, 157–ს კი დაეკისრა. აქედან, 90–ს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, ხოლო 67–ს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება. არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის სამი სახე: წერილობითი გაფრთხილება, რომელიც გათვალისწინებულია შედარებით მსუბუქი დარღვევების დროს; სახელმწიფო სამედიცინო სერტიფიკატის შეჩერება 1–დან 6 თვემდე და მისი გაუქმება; სერტიფიკატის შეჩერება, რაც 2017 წელს 67 ექიმის მიმართ იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ კონკრეტული სპეციალობით გარკვეული ვადით არა აქვთ დამოუკიდებლად საქმიანობის უფლება”,- განაცხადა ზალდასტანიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები