საზოგადოება

ფაროსანას გამო, ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდება

13.10.17 15:30


ბათუმის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 16 ოქმბრიდან სამი დღის განმავლობაში შეწყდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო დღეებში საბავშვი ბაღებში აზიური ფაროსანას გამო, სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება.

"დღეს ჩვეულებრივ ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს. მომავალი კვირის სამი დღე დაგვჭირდება იმისათვის, რომ სადინზიფექციო სამუშაოები ჩავატაროთ" - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები