საზოგადოება

საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

13.10.17 21:40


15-17 ოქტომბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.



წყარო : /www.for.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები