საზოგადოება

2018 წელს საბავშვო „ევროვიზია" მინსკში ჩატარდება

16.10.17 17:05


საბავშვო სიმღერების კონკურსი „ევროვიზია“ ბელარუსში მეორედ გაიმართება, ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის (ЕВС) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსის დედაქალაქში სიმღერის კონკურსი პირველად 2010 წელს ჩატარდა.

ბელარუსი 2003 წლიდან — „ევროვიზიის" დაარსებიდან — ყველა კონკურსში მონაწილეობს.

ქვეყნის წარმომადგენლებმა კონკურსი ორჯერ მოიგეს — 2005 წელს ქსენია სიტნიკმა და 2007 წელს ალექსეი ჟიგალკოვიჩმა.

2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" საქართველო მასპინძლობს. რიგით მე-15 ყოველწლიური საბავშვო სიმღერის კონკურსი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება.

წელს კონკურსის სლოგანია „ანათე"(Shine Bright).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები