საზოგადოება

აჭარაში 5-ბალიანი შტორმია

17.10.17 15:30


აჭარაში, ბათუმის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია. ღელვას ინფრასტრუქტურისთვის ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი თითქმის მთლიანად დაფარა გამორიყული ხეებითა და ნაშალი მასალით.

დღეს, დილიდან ბულვარში ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა, ასევე ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხები, რათა ძლიერი წვიმის შემთხვევაში ქალაქიდან ზღვაში წყლის ჩადინება არ შეფერხდეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები