საზოგადოება

ილია მეორე: ჩვენი სულიერი შვილები არიან: ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანნი მკვიდრნი აფხაზეთისა

17.10.17 20:00


ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნნი აფხაზეთისა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. პატრიარქმა, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანნი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს“, – ბრძანა ილია მეორემ.

​საქართველოს ხელისუფლებისა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ერთობლივი ძალისხმევით, 1993 წელს სოხუმში დაღუპული ადამიანების ნეშტები, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ოჯახებს დაუბრუნდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს დღეს ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები