საზოგადოება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საგანგებო განცხადებას ავრცელებს

18.10.17 19:30


მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან“ მოქალაქემ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა.

მისამართის მიღებიდან 8 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო.

პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება.

რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები