პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20.10.17 15:15


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია არამარტო პოლონეთისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატო-სთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის განიხილება სამომავლო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, გამოთქვა იმედი, რომ ამ კუთხით სამიტი საქართველოსათვის წარმატებული იქნება და ყოველი სამიტი კიდევ უფრო მეტად დაახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი მიულოცა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეს და უვიზო მიმოსვლას გულისხმობს.

მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევისა, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დიდი მონდომებითა და სწრაფი ტემპებით შეძლებს თავისი მიზნის მიღწევას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ ისაუბრეს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ბელორუსში სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, მრავალი საფრთხის შემცვლელია საერთო, ევროპული უსაფრთხოებისათვის.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები