ეკონომიკა
27.10.17 18:50
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი მიმდინარე წელს, რეგიონში ციტრუსის კარგ მოსავალს ელოდება. როგორც ავთანდილ მესხიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუკი მეტეოროლოგიური პირობები არ გაუარესდა და ციტრუსი არ დაისეტყვა, აჭარის რეგიონი საექსპორტოდ, სტანდარტულ 35-დან 40 000 ტონამდე მოსავალს აიღებს. ამასთან, მესხიძის თქმით, არსებულ ბაზრებს, სადაც ამ დროისთვის საქართველოდან ციტრუსი ექსპორტზე გადის, შესაძლოა, კიდევ სხვა ბაზრები დაემატოს. შესაბამისად, ავთანდილ მესხიძის თქმით, ბაზრის პრობლემა არ დადგება.
„დაახლოებით 35-დან 40 000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსს ველოდებით საექსპორტოდ, ხოლო თუ ამინდი არ გაფუჭდა და არ დაისეტყვა მოსავალი, არასტანტარული ციტრუსის რაოდენობა სავარაუდოდ, 10 000 ტონამდე იქნება (შარშან კი არასტანდარტული 14 900 ტონა იყო). ასევე, მინდა გითხათ, რომ არსებულ ბაზრებს, შესაძლოა, დაემატოს შუა აზიის რესპუბლიკები. 29 სექტემბერს ჩატარდა ფორუმი, სადაც 10 ქვეყნის 27 კომპანია იყო ჩამოსული. გამომდინარე იქიდან, რომ გამოითქვა დაინტერესება, ეს კომპანიები აგრძელებენ ჩვენთან კონტაქტს და ვფიქრობთ, რომ გამოიკვეთება ახალი კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებთან ურთიერთობას დაამყარებენ. ასე რომ, ბაზრის პრობლემა არ იქნება.
რაც შეეხება ტრასპორტს, გადაზიდვებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორთან გვქონდა საუბარი და ეს საკითხიც მოგვარებულია. ასევე გაიხსნება შტაბი, იფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ხელს შეუწყობს საბუთების სწრაფად გაფორმებას და ამით ექსპორტიორები ისარგებლებენ“, - განაცხადა მესხიძემ.
რაც შეეხება აზიურ ფაროსანას, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, აღნიშნულ მავნებელს აჭარაში პრობლემები არ შეუქმნია. მისი თქმით, რეგიონში ყველა მეციტრუსეს შესაბამისი პრეპარატი დაურიგდა და ეს პროცესი ამდრომდე გრძელდება.
„ადრე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აჭარაში ციტრუსს აზიური ფაროსანა შეესია, თუმცა ასე ხმამაღლა ნუ ვიტყვით. მე, როგორც მინისტრს, მოქალაქეს და პროფესიით მეციტრუსეს დაზიანებული ნაყოფი ჯერ არ მინახავს. ყველა მეციტრუსემ ამაზე პრეპარატი მიიღო და ვაგრძელებთ მუშაობას. პრეპარატის პრობლემები არ დგას, მექანიზატორთან გაფორმებულია ხელშეკრულება და უფასოდ მიმდინარეობს მოსახლეობასთან მომსახურების პროცესი“, - განაცხადა ავთანდილ მესხიძემ.
მასალა მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24