საზოგადოება
27.10.17 19:45
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 1-ელ ნოემბერს ამოქმედდება მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს.
“ახალი წესით, თუკი მძღოლი sms შეტყობინების მიღებისთანავე 10 დღის ვადაში გადაიხდის ჯარიმას, ე.წ. ბონუს სისტემა შეეხება და 20%-ით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს. თუკი მძღოლი არ იხდის ჯარიმას ამ 10 დღის ვადაში მოქმედებს სტანდარტული წესი”, – ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალ წესთან დაკავშირებით ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა ისაუბრა.
მან ჯარიმის ჩაბარებისგან თავის არიდების პრაქტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადა გაზრდილია, 6 თვის ნაცვლად უკვე 1 წელია.
”2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომელიც ახლებურად არეგულირებს ჯარიმების აღსრულების წესს, რაც მნიშვნელოვანია იცოდეს ყველა მძღოლმა.
დაჯარიმების შემთხვევაში, მძღოლი sms შეტყობინებით გებულობს კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა მძღოლს ჰქონდეს მითითებული მოქმედი მობილურის ნომერი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მოქმედ აპლიკაციაში, რათა მიიღოს ასეთი შეტყობინება. ყველა მძღოლს შეუძლია გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და თუ არ აქვს საერთოდ მითითებული ინფორმაცია საკონტაქტო ნომრის შესახებ, უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს. თუკი მძღოლი sms შეტყობინების მიღებისთანავე 10 დღის ვადაში გადაიხდის ჯარიმას, ე.წ. ბონუს სისტემა შეეხება და 20%-ით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს. თუკი მძღოლი არ იხდის ჯარიმას ამ 10 დღის ვადაში მოქმედებს სტანდარტული წესი. სტანდარტული წესი თავის თავში მოიცავს ფოსტის მეშვეობით კონკრეტულ ფაქტობრივ მისამართზე ჯარიმის გაგზავნას. არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც არ იბარებენ ამ კონკრეტულ ჯარიმას ან ვერ ხერხდება ჩაბარება. ამ შემთხვევაშიც არის ორეტაპიანი ჯარიმის ჩაბარების წესი. ფოსტის მეშვეობით შსს ორჯერ უზრუნველყოფს ჯარიმის გაგზავნას და თუკი ამ შემთხვევაშიც ვერ ხერხდება ჩაბარება ამ კონკრეტული ჯარიმის, უკვე არის მესამე ეტაპი. მესამე ეტაპზე, შსს-ს ოფიციალურ გვერდზე police.ge-ზე ხდება ამ ჯარიმის გამოქვეყნება. გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ჩაბარებულებად ითვლება ეს ჯარიმა კონკრეტული მძღოლისთვის და ექვემდებარება გადახდას. ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული მძღოლი თვალყურს ადევნებდეს სიახლეებს შსს-ს ოფიციალურ გვერდზე, რომელიც ამ საკითხებს შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილებები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხანდაზმულობის ვადა არის გაზრდილი, 6 თვის ნაცვლად არის უკვე 1 წელი, რაც გარანტიაა იმის, რომ მაქსიმალურად დროულად იქნება ამოღებული კონკრეტული ჯარიმები. თუმცა, ეს რეფორმა არ ემსახურება რაც შეიძლება მეტი ჯარიმის ან მეტი მძღოლის დაჯარიმებას”, – აღნიშნა არსოშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24