საზოგადოება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

30.10.17 15:25


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები