საზოგადოება

ცაგერში სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა

30.10.17 18:30


ცაგერში სკოლის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა სკოლის მოსწავლის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

დაშავებულ სკოლის მოსწავლეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები