საზოგადოება

პირველი ნოემბრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერები“ ამოქმედდება

31.10.17 14:40


პირველი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ „ჭკვიანი კამერები“ ამოქმედდება. თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ წეტილზე – სააკაძის მოედანზე, უკვე დაიდგა კამერა. „ჭკვიანი კამერები“ უწყვეტი ხაზის გადაკვეთის გარდა ავტომატურად კიდევ ოთხ ყველაზე გახშირებულ დარღვევას დააფიქსირებს ეს დარღვევებია: „სდექ“ ხაზის გადაკვეთა, „ბასლაინის“ ხაზში მოძრაობა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და წითელ შუქნიშანზე გავლა. შეტყობინება ჯარიმის შესახებ პირველი ნოემბრიდან ურჩ მძღოლებს მობილურ ტელეფონზე მიუვათ.

ვიდეოკონტროლი დარღვევების პრევენციისა და ავარიებს შეამცირებისთვის ხორციელდება.

ე.წ „ჭკვიანი კამერები“ პირველ ეტაპზე თბილისის გარდა: გორში, ქუთაისში, ხაშურში და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე დამონტაჟდება, იმ შემთხვევაში თუ ჯარიმას ათ დღეში გადაიხდით, თანხა ოცი პროცენტით შეგიმცირდებათ, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე ორჯერ მივა რის შემდეგადაც საურავი დაირიცხება.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები