საზოგადოება

საქართველოს 21 – წლამდე მოქალაქეს აზარტული თამაში აეკრძალება

31.10.17 17:45


საქართველოს 21 – წლამდე მოქალაქეს აზარტული თამაში აეკრძალება.

შესაბამისი ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

კანონპროექტის თანახმად, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე საქართველოს მოქალაქის დაშვება, ან მონაწილეობა მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

პროექტით, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე შესვლის და თამაშის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლამდე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეს – 18 წლამდე.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები