საზოგადოება

ცისკარიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

01.11.17 16:15


დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა.

სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ სანიაღვრე სისტემაც მოაწყო, ხოლო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელის მოძველებული სისტემა ახლით შეცვალა.

მიწისქვეშა სამუშაოების პარალელურად, სრულად შეიცვალა საფეხმავლო ტროტუარები და გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები. 3683 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები დაიხაზა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „დინ გრუპმა“ დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით განახორციელა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები