ეკონომიკა

ჯანდაცვის სფეროში ფასები წინა წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა, გაძვირდა მედიკამენტებიც

02.11.17 18:40


საქსტატის მონაცემებით 2017 წლის სექტემბრის თვისთვის წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასები 7,7 პროცენტით გაიზარდა, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (19,8 პროცენტი), ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3 პროცენტი).

2017 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ფასების პროცენტულმა ცვილებამ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 0.1% შეადგინა.

2017 წლის სექტემბრის თვისთვის წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები გაძვირებულია 22,3%-ით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები7,61%-ით, ანტიბიოტიკები 12,22%, ვიტამინები 24,44%, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 126,58%, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 22,88%.

თერაპევტის კონსულტაცია 7%-ით ,სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) 3,69%-ით, სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) 3,43% -ით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები