ეკონომიკა

საქართველოში პენსიები 2018 წელს არ გაიზრდება

03.11.17 14:00


საქართველოს მთავრობა 2018 წელს პენსიების გაზრდას არ გეგმავს, განუცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს.

60 წელს ზევით ქალებისთვის და 65 წელს ზევით მამაკაცებისთვის ყოველთვიური პენსია 180 ლარს შეადგენს.

"წელს არ არის ბიუჯეტში იმის რესურსი, რომ პენსია გაიზარდოს. სწორედ ამიტომ არის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას", — განაცხადა კაკაურიძემ.

პენსიები საქართველოში ბოლოს 2016 წლის აგვისტოში გაიზარდა — 12,5%-ით და 180 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქართველოს მთავრობა უკვე 2018 წლის ზაფხულში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც სავალდებულო იქნება 40 წელს ქვევით პირებისთვის და არჩევითი — 40 წელს ზევით პირებისთვის. დაგროვებითი პენსიების სისტემით, მისი გადახდა პირის პენსიაზე გასვლის შემდეგ დაიწყება.

იხილეთ ასევე: „პენსიები საქართველოში — გადარჩენის ინსტრუქცია" >>>

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასიგნება სოციალურ სისტემასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე 2 მილიარდ 465,9 მილიონი ლარის დონეზე იგეგმება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 27,9 მილიონი ლარით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები