ეკონომიკა

ქეთევან წამებულის გამზირზე ლურჯ ავტობუსს ავტომობილი დაეჯახა

06.11.17 20:30


თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ლურჯი ფერის MAN-ის ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც „კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფ №37 ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი უკანა მხრიდან დაეჯახა.

მათი ცნობით, ავტობუსში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.

„კვირას“ ინფორმაციით, დაზიანებები მიიღო მსუბუქ ავტომობილში მყოფმა სამმა პირმა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

შემთხვევა გუშინ მოხდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები