ეკონომიკა

საქართველო სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის შვეიცარიის გამოცდილებას გაიზიარებს

08.11.17 20:30


ქვეყანაში სათხილამურო სპორტის სახეობების განვითარების მიზნით ქართველი სპეციალისტები შვეიცარიის სტანდარტებს ეცნობიან, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისი სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში შვეიცარიის სათხილამურო სპორტის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელი არსენ პაჟი იმყოფება, რომელმაც ქართველ მწვრთნელებსა და კოლეგებს სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორების საერთაშორისო ასოციაციის (ISIA) სტანდარტები გააცნო.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ორდღიანი სემინარი გამართა, ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერით ჩატარდა.

სემინარის თემა იყო „თხილამურით სრიალის სწავლება და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა". საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენელმა იოზეფ ცენჰაუზერნმა ქართველ სპეციალისტებს აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის რჩევები მისცა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ისაუბრეს სახელმწიფო რეგულაციებზე, რომლებითაც კონტროლდება სათხილამურო ინსტრუქტორები და სათხილამურო ინსტრუქტორების სკოლა.

„მსგავსი სემინარების გამართვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ისე სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის", — განაცხადა ონოფრიშვილმა.

საქართველოში სათხილამურო კურორტები ფუნქციონირებს გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები