საზოგადოება
10.11.17 16:05
2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
„რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია.
მეცნიერებებში არის ცვლილებები და სიახლეები, ისტორიულ ნაწილშიც სიახლეებია.
მაგალითად, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, რომელიც ბოლო 7 წლის მანძილზე სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა. ასევე, „მე და საზოგადოებაში“, „ჩემ საქართველოში“ დასამატებელი და შესავსებია ბევრი რამ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით არის სიახლე, რომელიც შეიძლება წიგნს დაამატო. მაგრამ აქ მარტო დამატებაზე არ არის საუბარი. იცით, რომ 1-ელ მე-6 კლასში შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება - ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა.
სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება. ამიტომ 1-ელ მე-6 კლასში იქნება განსხვავებული მიდგომა“, – აცხადებს მურღულია.
მისივე განცხადებით, მაღალ კლასებში საპირისპირო ვითარებაა.
„აქ კომპეტენციაც უნდა გაიზარდოს და უნარიც. ერთია, იცოდე დიდგორის ბრძოლა როდის მოხდა და მეორე – შეგეძლოს ანალიზი იმის, რამ განაპირობა დიდგორის ბრძოლა და კონკრეტული გარემოება, ამიტომ ჩვენ გვინდა ბავშვს მივცეთ არა მარტო ფაქტები, არამედ, ამ ფაქტების ანალიზი შეეძლოს.
როცა ვხედავთ უნარების ტესტების შედეგებს, ეს გვეუბნება, რომ ფაქტების აკუმულირება კი არ არის მთავარი, არამედ, ანალიზის უნარის და სინთეზის აკუმულირება. ეს არის ის, რაც მაღალ კლასელებს გვინდა ვასწავლოთ. ამიტომ ახალი წიგნები იქნება არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ უნარებზე ორიენტირებული და სრულიად განსხვავებული. შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი“, – აღნიშნა მურღულიამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24