პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.11.17 14:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალოუსიო ნუნეს ფერეირას შეხვდა.

პრემიერმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.

შეხვედრისას, ყურადღება ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეთმო. აღინიშნა, რომ ბრაზილია ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს და საქართველო-ბრაზილიის ბიზნესფორუმიც, რომლის გამართვაც მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში იგეგმება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება დადებითად შეაფასეს, რომელსაც დღეს ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა.

პრემიერ-მინისტრმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ისე – ევროკავშირსა და ჩინეთთან. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლს. ბრაზილიის მხარე საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.

საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობას.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, რისთვისაც მას პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები