პოლიტიკა

მინისტრის თქმით, ექიმებს ბავშვის სქესის არგამხელის რეკომენდაცია მისცეს

17.11.17 19:40


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმის მიერ ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით სამინისტრომ რეკომენდაციები გასცა.
მინისტრი აღნიშნული განცხადებით სელექციური აბორტების სტატისტიკას გამოეხმაურა.

დავით სერგეენკოს შეფასებით, სქესის წინასწარ დადგენა მშობლების გადაწყვეტილებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, და ხანდახან ეს გადაწყვეტილება აბორტს ითვალისწინებს.

„ორსულობის გარკვეულ ვადამდე რეკომენდებულია და მნიშვნელოვანი, ექიმების მხრიდან სქესის არგამხელა, რადგან მისი გამხელა ზოგჯერ აბორტით სრულდება, რაც, უბრალოდ, მიუღებელია. სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჩვენ წლების წინათაც გავეცით. ექიმების ნაწილი ცდილობდა მის დაცვას, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია, ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტატისტიკის თანახმად, ბოლო 25 წელიწადში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა.

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები