პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი - გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის

21.11.17 21:25


გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას, ისედაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის ფონზე, დამატებით პრობლემებს უქმნის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დანარჩენ საქართველოს ე.წ. საზღვრის დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ციხელაშვილის თქმით, აღნიშნული გადასასვლელი პირველ რიგში ცხინვალის მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

„ძალიან სამწუხარო და ცუდი პრაქტიკაა, როდესაც სხვადასხვა თარიღებთან დაკავშირებით ხდება ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვა, რომლითაც ადამიანებს საერთოდ ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, პირველ რიგში ცხინვალის რეგიონის და მისი მოსახლეობისათვის. ასეთ პრაქტიკას ადგილი აქვს 2008 წლიდან მოყოლებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გადასასვლელი გაიხსნება, შეუძლებელია, ჩაიკეტოს დიდი ხნით, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც ხდება ამ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, უკვე დამატებით პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ისედაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობების ფონზე“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

22-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს. "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „რესპუბლიკაში სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება“.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები