პოლიტიკა
30.11.17 21:45
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.
კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შედეგებს და თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს დაეთმო.
მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შედეგები და ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე.
ჯანელიძის შეფასებით, სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისა და ამ ფორმატისადმი, ასევე დაისახა პრაქტიკული ნაბიჯები ინიციატივა „20 შედეგი 2020 წლისთვის”, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი მიზნების განსახორციელებლად დაეხმარება.
მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი დარჩა ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების ერთგული და ეს აისახა სამიტის დეკლარაციაშიც,- „საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რაც ცალსახად იქნა აღნიშნული ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვისაუბროთ უფრო მეტ ამბიციურ ნაბიჯებზე რათა დავუახლოვდეთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რაც არის ევროკავშირის წევრობა”.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის” დოკუმენტის საფუძველზე ევროკავშირთან თანამშრომლობა კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული ხდება, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციით”,-დასძინა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და მადლობა გადაუხადა მათ ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობისათვის, რამაც ქვეყანას ამბიციური დღის წესრიგი და მიზნები დაუსახა.
„ჩვენ გაგვაჩნია 2017-2010 წლების ძალიან ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოს მთავრობა მზად არის გააკეთოს კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ევროპისკენ. ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით. ასოცირების დღის წესრიგი შემუშავდა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ სამიტის შედეგებს და შევჯერდეთ შემდგომ ნაბიჯებზე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები, ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელიც მომხსენებლის სახით წარსდგა სამუშაო სესიაზე – შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია დაეთმო ბრუსელში შემდგარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შედეგებისა და თანმშრომლობის შემდგომი გაღრმავების თემატიკას.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24