პოლიტიკა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება

01.12.17 14:15


მოსკოვში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს საპატრიარქოდან სამი მღვდელმთავარი დაესწრება.

პატრიარქ კირილეს მიპატიჟების მიუხედავად, მოსკოვში ილია მეორე ვერ მიდის. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. სქაქართველოში რჩება პატრიარქის მესაყდრე, მეუფე შიო მუჯირი.

დელეგაციას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე დავაყენებთ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებს, ყოველთვის დგება ეს საკითხი. საუბარი აუცილებელია, ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე,“ - აცხადებს მეუფე თეოდორე.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ასევე საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორე მოსკოვში ერთი თვის წინ მიიწვია. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასაც განიხილავს.

„ამაზე ტრაგიკულს ნუ ვხედავთ თუ ვიღაცა ვიღაცასთან დაილაპარაკებს. გაჩნია რა შედეგები მოყვება, რადგან ჩვენც შევხედავთ, ეს ჯგუფი მარტო არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ გადაწყვიტონ, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს,“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები