პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა

01.12.17 14:40


უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე თავად ავრცელებს.

„საიმიგრაციო სამსახურის ძალიან ზრდილობიანმა თანამშრომლებმა მომცეს ცნობა, ვადის გახანგრძლივების შესახებ... ამასთან, ჩაითაც გამიმასპინძლდნენ“, - ნათქვამია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისი თქმით, რჩება საფრთხე, რომლის თანახმადაც, უშიშროების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი ბინის და სამსახურებრივი შენობის ჩხრეკის შესახებ სახელმწიფო გადატრიელების საქმესთან დაკავშირებით.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები