პოლიტიკა

„გალერია თბილისი” დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება“

01.12.17 16:20


თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, რომელიც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.

ღონისძიებას ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენს დედაქალაქს თანაინვესტირების ფონდმა უმნიშვნელოვანესი პროექტი აჩუქა – სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი” რუსთაველის გამზირზე, ძველი უნივერმაღის ადგილას აშენდა, რომელიც თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვითა და იერსახით, დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. დაახლოებით, 1 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა.

„პროექტის განხორციელებაში 97 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და წლების განმავლობაში მიტოვებული ტერიტორია თანამედროვე, უმაღლესი დონის კულტურულ, სავაჭრო და გასართობ ცენტრად აქცია. პირველ რიგში კი, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები