პოლიტიკა

”ევროპული საქართველო“ განათლების მინისტრს მიმართავს

01.12.17 17:40


პარტია „ევროპული საქართველო“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მიმართავს. როგორც პარტიის წევრმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, მინისტრმა ყურადღება სამ ძირითად პრობლემაზე უნდა გაამახვილოს.

„ევროპული საქართველოს“ სახელით მივმართავ განათლების ახალ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს. განათლების სფეროში უამრავი პრობლემაა, რომელიც მისახედია, მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოს სამ ძირითად პრობლემაზე, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ გადახედვას. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვყავს 8 000 სერთიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც ვერ იღებს კუთვნილ ხელფასს იმის გამო, რომ მათი ხელფასები მიბმული არის საათობრივ ანაზღაურებაზე.

მეორე პრობლემა არის ის, რომ დღეს 45 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, შარშან იყო 38 000. შესაბამისად, უნდა გადაიხედოს გრანტების განაწილების წესი. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ნაწილობრივ შეცვალა ეს წესი და ახლა არის არარაციონალური და უსამართლო განაწილების წესი. მნიშვნელოვანია, ამ წესის კორექტირება, ან ძველ წესზე დაბრუნება.

მესამე საკითხი ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - უმაღლესი სასწავლებელი, რომლებსაც უნდა მოეხსნათ მოგების გადასახადი, რადგან ისინი არიან ჩაყენებული არათანაბარ მდგომარეობაში კერძო სასწავლებლებთან მიმართებაში. ეს პრობლემები ნაცნობი არის განათლების მინისტრისთვის, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი და უმაღლესი განათლების პრობლემები მისთვის ნაცნობია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხედვები უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ჩვენ ველით მისგან პასუხს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - განაცხადა სერგო რატიანმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები