პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა რეიკიავიკში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

01.12.17 17:55


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ რეიკიავიკში, ქალი პოლიტიკოსი ლიდერების სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ისლანდიისა და ლატვიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ლუქსემბურგის და ავსტრიის პარლამენტების წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრების მთავარი თემა პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა გაძლიერება, გენდერული თანასწორობის შესაძლებლობები და გამოწვევები ასევე, ამ სფეროში საპარლამენტო როლი და მნიშვნელობა იყო.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებისას, ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კვოტირების პროცესზე და მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ამ მიმართულებით საერთაშორისო ფორმატების, სამიტებისა და კონფერენციების მნიშვნელობაზე, ცვლილებებსა და ხელშესახებ შედეგებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემს კოლეგებს გავაცანი საქართველოში ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, კვოტირების პროცესი და მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები.

აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ამ ფორმატებში გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი პროდუქტიული და მაღალპროფესიონალური სამიტის ორგანიზებისთვის, სადაც შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ასეთ საინტერესო ადამიანებს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები