პოლიტიკა

ეკა ბესელია - საზღვრები მაქსიმალურად კონტროლდება, მაგრამ იმის თქმა, რომ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია

01.12.17 19:15


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის სანდოა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზღვრები კონტროლდება, თუმცა იმის თქმა, რომ უკანონო შემოსვლა არ მოხდება, გამორიცხულია.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ფლობს ინფორმაციას საზღვრებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია სარწმუნოა ჩემთვისაც, რომ ის პირები საზღვრის კვეთით არ შემოსულან. დიახ, საზღვრები კონტროლდება, მაგრამ იცით სპეციფიკა რეგიონში, ასევე საზღვრებთან დაკავშირებით რეალობა რაც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლდება, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე შეიძლება იყოს უკანონოდ შემოსული. იმის თქმა, რომ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია. საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდება, მაგრამ იმის გამორიცხვა, რომ ასეთი რამ არ ხდება, იქნება ტყუილი საკუთარი მოსახლეობის წინაშე.

გამოძიება მუშაობს, როგორ მოხდა მათი ქვეყანაში შემოსვლა, რომ მოხდეს მეტად კონტროლი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები