პოლიტიკა

ეკა ბესელია: საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

01.12.17 20:30


არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება და გამოირიცხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

“პრევენციისთვის, ჩვენ რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს არის სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა და ამისთვის არის ხელისუფლება, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. მაგრამ არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება და გამოირიცხება. საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამ ქვეყნებს შორის ითვლება. ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუქმნათ მოქალაქეებს უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, კანონმდებლებმა – საკანონმდებლო კუთხით, სამოქალაქო სექტორმა – თავისი რეკომენდაციებით, ძალოვანმა უწყებებმა კარგი პრევენციითა და პარტნიორებთან თანამშრომლობით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია იზიარებს შს მინისტრის მოსაზრებას, რომ თბილისში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები, ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი, რა თქმა უნდა, კონტროლდება და მათ შორის ჩვენი პარტნიორებიც და მეზობლებიც ამ საერთო თანამშრომლობის ფორმატში არიან ჩართულნი, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე ქვეყანაში შეიძლება იყოს შემოსული საზღვრის უკანონო შემოვლით, კვეთით, ან სხვა გზით. ის, რომ ვერავინ მოხვდება ქვეყანაში უკანონო გზით, ამის გაცხადება ძალიან არასერიოზულია”, –აღნიშნა ბესელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი აჰმედ ჩატაევია, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები